გორში, კომბინატის დასახლებაში, სკვერი გაიყიდა, მრავალფუნქციური
საცხოვრებელი შენობის აშენების მიზნით.
გორის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო კომპანია
,,კაპიტალ სითი დეველოპმენტმა". აუქციონის პირობების მიხედვით,
მშენებელმა ნაძვები უნდა შეინარჩუნოს, ხოლო მოჭრის შემთხვევაში, თითო
ხის ნაცვლად, 10 ხე უნდა დარგოს.
2021-23 წლებში, მერიიდან მიღებული წერილის მიხედვით, ნებართვა 12
კორპუსის მშენებლობზე გაიცა. 2024 წელს კი კიდევ 3 ლოკაციაზე გაიცა
კორპუსების აშენების ნებართვა. თითო ლოკაციაზე 2 - 3 მრავალსართულიანი
შენობის მშენებლობაა გათვალისწინებული. ქალაქის განაშენიანების გეგმა
არაა დამტკიცებული, სადაც რეკომენდაციის სახით, მითითებულია, რომ
სეისმურად აქტიურ ზონაში 5 - სართულიანი შენობებია მისაღები.
კომუნისტების პერიოდში ქალაქში სულ 33 კორპუსი იყო რესგიტრირებული,
ძირითადად, 5 - სართულიანები. გამონაკლისის სახით, 9 - სართულიანი
კორპუსები მოგვიანებით დაუშვეს.
კომუნისტების პერიოდში, გორის განაშენიანების გეგმა ძირითადად
მორგებული იყო სტალინის მუზეუმზე. მშენებლობები ისე უნდა
წარმართულიყო, რომ არ დაჩრდილულიყო საბჭოთა ბელადის სახლი, მისი
გამზირი.
2018-20 წლებში მომზადებულ გენგეგმის პროექტში წერია, რომ ახალი
მშენებლობების დროს, უნდა იყოს გათვალისწინებული გორისციხის ფაქტორი.
შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, საიდანაც კარგად ჩანს გორისციხე. ხოლო ამ
ხედვის არეალში არ უნდა განთავსდეს მაღალსართულიანი კორპუსები. ამ
პროექტის მიხედვით, უმჯობესია, მუნიციპალიტეტმა აითვისოს ქალაქის
გარშემო არსებული აუთვისებელი ტერიტორიები. ეს პროექტი არ დაამტკიცეს.
სტატიის გამოყენების პირობები