ახალი ამბები
ზურაბ არსოშვილი: ,,კონტრაბანდაში მაშინ ჩართული იყვნენ: რუსი ჯარისკაცები, ოსი ბოევიკები, ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები, პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალები''
შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ არსოშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც იგი შიდა ქართლის რეგიონში მუშაობდა.

მისი განცხადებით, რუსეთი მიზანმიმართულად იყენებდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს ეკონომიკის დასანგრევად, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც კრიმინალები, ასევე სპორტსმენები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.

,,2005 წლის დასაწყისში მე დავინიშნე, შიდა ქართლის, ფინანსური პოლიციის უფროსად და დამევალა კონტრაბანდის, აღურიცხავი საქონლოს შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლა.

კონტრაბანდაში მაშინ ჩართული იყვნენ: რუსი ჯარისკაცები, ოსი ბოევიკები, ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები, პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალები.

საქონლის შემოტანა ხდებოდა 350 კილომეტრის რადიუსზე, რუსების მიერ კონტროლირებადი, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, მიმდებარე მინდვრებიდან და მთებიდან.

,,ჩემი ხელმძღვანელების მხარდაჭერით, ჩემი და ჩემი გუნდის თავჩაუხრელი შრომით, ბევრი უძილო ღამეებით, ჩვენი სიცოცხლის რისკის ხარჯზე, პატარა ბიჭებმა (მე ვიყავი 27 წლის) შევძელით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით გვებრძოლა და დაგვემარცხებინა კონტრაბანდის შემოტანა ამ რეგიონიდან.

,,მე ვიცოდი, რომ არსებობდა პირადად ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის და გატაცების გეგმა. ვინც მაშინ ადევნებდა თვალს იცის, რომ რამოდენიმეჯერ მესროლეს, მანქანაში მომიწყვეს აბსტრელი, სადაც სასწაულით გადავრჩით მე და ჩემი ორი თანამშრომელი და იყო მცდელობა ჩემი გატაცების.

,,ჩვენი უშიშროების ინფორმაციით იყო გეგმა და მცდელობები, რომ შევეტყუებინე ისეთ ტერიტორიებზე, სადაც წინასწარ მომზადებული იყო ჩასაფრება.

მე და ჩემმა გუნდმა, მაგარმა ბიჭებმა შევძელით, მაშინ ამ დიდი გამოწვევის მიღებაც და შესრულებაც. ჩვენ იმ პერიოდში შევაჩერეთ კონტრაბანდა, ამოვავსეთ ეკონომიკაში დიდი შავი ხვრელი, რის შემდეგაც ქვეყანამ განაგრძო სწორი გზით სვლა, შენება და განვითარება.

,,დღეს არც კი ახსოვს ალბათ არავის ასეთი დრო და გამოწვევები, ახალი თაობა ალბათ ვერც გაიგებს რაზე ვწერ, რადგან დღეს ეს პრობლემა ჩვენ ქვეყანას აღარ უდგას.

მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ მერგო წილად ჩემი ქვეყნის ამ უმძიმეს დროს, უმძიმესი მისიის და დავალების შესრულება.

განა შეცდომები და გადაცდომები არ იყო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და არა მარტო შეცდომების, გადაცდომების, ან თუნდაც მაშინდელ ძალოვანებში მოკალათებული, რამოდენიმე არაკაცის დანაშაულების გამომზეურებით!" - წერს ზურაბ არსოშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს სახალხო დამცველის იმ პერიოდის ანგარიშებში არაერთი შემთხვევაა მოყვანილი ფინანსური პოლიციის თანამშრომლებისა და კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულ პირებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ დაკავებების დროს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ადგილობრივ პრესაში შუქდებოდა ასევე, ფინანსურისა და შსს თანამშრომლების დაპირისპირების შესახებ, ამბები; მაგალითად, 2005 წელს დაცხრილეს ფინანსური პოლიციის შენობა გორში, რომელიც წმინდაწყალზე მდებარეობდა. შს სამინისტროს მაშინ ამ ფაქტზე არავინ დაუკავები
Print

სტატიის გამოყენების პირობები