კერძო ავტომანქანაზე, საიდანაც გორში აქციის წევრებს შეურაცხყოფა
მიაყენეს, შსს-ს საშვი აღმოჩნდა. გარდა ამისა, აღნიშნული მანქანის
მძღოლმა საკრებულოს შენობის წინ მოძრაობის წესები დაარღვია, პატრული
გაეკიდა, თუმცა ჯარიმა ვერ გამოუწერეს.
პატრულისა და მძღოლის მშვიდობიანი შეხვედრა აქციის წევრებმა
გადაიღეს.
როგორც აქციის წევრი ლაშა ჯიოშვილი იხსენებს, მძღოლმა ჯერ მოძრაობის
წესების დაარღვია, შემდეგ აქციის წევრებს უცენზურო სიტყვებით
მიმართა:
,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს.
მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა, პატრულიც აქვე იდგა,
დააფხოჭიალა მანქანა და მოგვაძახა რაღაც სიტყვები. შემდეგ იგივე
გაიმეორა და ისევ სიჩქარით გავარდა. პატრულიც გაეკიდა. ჩვენც
მივყევით. პატრული და მძღოლი მეგობრებულად დაემშვიდობნენ. დღეს
აღმოვაჩინეთ, რომ ამ მანქანის მძღოლი შსს-ს საშვით მოძრაობს'' -
აცხადებს ლაშა ჯიოშვილი.
6 აპრილს ლაშა ჯიოშვილმა ვიდეომასალაა გაავრცელა, სადაც ასახულია, თუ
როგორ პატიობენ მძღოლს საკრებულოს წინ მოძრაობის წესების დარღვევას.
ამას ლაშა ჯიოშვილი უნიჭო სპექტაკლს უწოდებს და შსს-ს თანამშრომლებს
ნეგატიურად მოიხსენიებს.
8 აპრილს ლაშა ჯიოშვილი დაიბარეს პატრულის თანამშრომლებმა და გადასცეს
საჯარიმო ქვითარი, სადაც, მათი თქმით, ლაშა ჯიოშვილი დაჯარიმებულია
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც
გულისხმობს სამართალდამცველის შეურაცხყოფას.
,,პატრული პატიობს პოლიციის თანამშრომელს იმას, რომ მოძრაობის წესებს
არღვევს და ჩვენ ვიდეომასალის გავრცელების გამო გვაჯარიმებს. ვკითხე,
რატომ არ მოახდინეს რეაგიორება მანქანის მძღოლზე, ასე მითხრეს, ეგ
ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო'' - აცხადებს ლაშა ჯიოშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები