ახალი ამბები
ქართლის სტუდია - მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია
გორსა და რუსთავში იმართება ტრენინგები, რომელიც დეზინფორმაცასთან ბრძოლსა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობას ეძღვნება.

პროექტი ,,ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: გათვალისწინებულია კონფლიქტით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში''.

პროგრამას ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი” ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ახალგაზრდების მედია წიგნიერებისა და ადვოკატირების უნარების განვითარების გზით.

პროექტის მონაწილეებმა უკვე გაიარეს მედია წიგნიერებისა და ადვოკატირების ტრენინგი და გადამზადდნენ როგორც ტრენერები, ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობით. მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო ვიზიტში, რომელიც ქალაქ ვილნიუსში, ლიეტუვაში გაიმართა.
ამჟამად გორში და რუსთავში ტარდება ადგილობრივი ვორქშოფები ახალგაზრდებისთვის მედია წიგნიერების თემატიკაზე.

,,ქართლის სტუდიამ'' პროექტთან დაკავშირებით ტრენერები მიიწვია, რომლებიც დეტალურად საუბრობენ პროექტის შესახებ:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები