ახალი ამბები
ქართლის სტუდია - სტუმარი დიანა გრიგორიანი მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ
სამოქალაქო განვითრების ახალგაზრდულის ცენტრის ტრენერები, ცოტა ხნის წინ, ევროპიდან, კერძოდ ლიეტუვიდან დაბრუნდნენ, სადაც მედიწიგნირების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ევროპული ღირებულებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ტრენინგები გაიარეს.

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.



პროექტი ,,ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: გათვალისწინებულია კონფლიქტით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში''.

პროგრამას ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი” ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ახალგაზრდების მედია წიგნიერებისა და ადვოკატირების უნარების განვითარების გზით.

პროექტის მონაწილეებმა უკვე გაიარეს მედია წიგნიერებისა და ადვოკატირების ტრენინგი და გადამზადდნენ როგორც ტრენერები, ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობით. მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო ვიზიტში, რომელიც ქალაქ ვილნიუსში, ლიეტუვაში გაიმართა.
ამჟამად გორში და რუსთავში ტარდება ადგილობრივი ვორქშოფები ახალგაზრდებისთვის მედია წიგნიერების თემატიკაზე.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები