ლაშა ჯიოშვილს, რომელმაც ფეისბუქ-ვიდეოში პოლიციის სისტემა ამხილა,
ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. მოსამართლე დავით
პაპუაშვილი გადაწყვეტილებას 1 მაისს გამოაქვეყნებს. სხდომა დღეს 10
აპრილს გაიმართა.
ტვ პირველის ოპერატორს პოლიციელისათვის შეურაცხყოფის გამო შეუდგინეს
ოქმი.
საქმე 6 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოებს ეხება. ვიდეოების მიხედვით,
კერძო ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც შსს-ს საშვი აღმოაჩნდა,
მოძრაობის წესები დაარღვია, შემდეგ კი აქციის წევრებს შეურაცხყოფა
მიაყენა.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ, სავარაუდოდ შსს- ს თანამშრომელს პატრულმა
ჯარიმა არ გამოუწერა, რის გამოც, ლაშა ჯიოშვილმა პროტესტი გამოხატა და
ვიდეოში პოლიციურ სისტემას შეაგინა.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ლაშა ჯიოშვილს ადმინისტრაციული ოქმი
შეუდგინეს.
სტატიის გამოყენების პირობები