შიდა ქართლის ვაკე უკვე კვამლშია გახვეული. ხეხილის გაყვავილებული
ბაღების გადასარჩენად კოცონები ანთია.
კერები უფრო მეტად მოიმატებს დილის 4 საათიდან. როდესაც ჰაერის
ტემპერატურა, როგორც მოსალოდნელია,, -4 °c გრადუსამდე დაეცემა.
,,მწვანე პოლუსის" რუკის მიხედვით, 11 აპრილის საღამოს 21 საათიდან,
შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.. რუკა
ლინკზე: ჰტტპს://ტ.ლყ/რზნღძ
რუკის მიხედვით, ჰაერში მავნე ნივთიერებების რაოდენობა კრიტიკულ
ზღვარს გადასცდა ქვემო გომში (კასპი), ასევე საგანგაშო მონაცემები
დააფიქსირა ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში განთავსებულმა
დანადგარმა.
სპეციალისტები მოქალაქეებს, განსაკუთრებით, რისკ ჯგუფებში მყოფ
ადამიანებს გარე აქტივობებისგან თავშეკავებას ურჩევენ.
წუხელ შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობამ ყინვისგან დასაცავად ხეხილის
ბაღებში კოცონები დაანთო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა
ლოკაციაზე საბურავები გამოიყენეს.
სტატიის გამოყენების პირობები