ახალი ამბები
ბარბარიზმები დღეს - მოსწავლეების დაკვირვებით
გორის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა ფურცლებზე ჩამოწერეს ბარბარიზმები, რომლებიც, მათი დაკვირვებით, დღესაც აქტიურად გამოიყენება სასაუბრო ენაში. სიტყვები შემდეგ გადაიტანეს დაფაზე. 19-დან 17 სიტყვა რუსული ენისგან ნასესხები აღმოჩნდა.

,,დღეს მე და ჩემმა მეშვიდეკლასელებმა ვისაუბრეთ 14 აპრილის შესახებ - რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს, რატომ დაწესდა ეს დღე ქართული ენის დღედ, ჩვენ როგორ შეგვიძლია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას.

შემდეგ ვისაუბრეთ ბარბარიზმებზე, ნასესხებ სიტყვებსა და ნეოლოგიზმებზე და ვთხოვე, თითო ბარბარიზმი დაეწერათ ფურცელზე. ორი რამ მომხვდა თვალში (გულშიც.)"

,,1. რომ მეგონა, გადაშენდა, ისევ აქტუალურია თურმე სპიჩკა, პოლი, პივა... "

,, 2. ინგლისურის გავლენით შემოსული ბარბარიზმები, როგორც ჩანს, არ ეხამუშებათ, არ ეზედმეტებათ. დასახელებულ 19 ბარბარიზმში 17 რუსიციზმი იყო ( რამდენიმე მათგანი გამეორდა კიდეც) და მხოლოდ "ფართიმ" და "დალაიქებამ" დაიკავა მათ გვერდით ადგილი." - წერს პედაგოგი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები