6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყინწვისის სკოლის შენობა გაიყიდა,
თუმცა ინვესტიციები არ ჩანს. შენობა 2019 წელს კომპანია ,,საბა
კონსტრაქშენმა" მერიისგან 120 000 ლარად იყიდა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის ხელმძღვანელი პირობას დებდა, რომ 2
წელიწადში სასტუმროს ააშენებდა, სადაც 400 000 ლარის ინვესტიციებს
ჩადებდა. სამუშაო ადგილებს შექმნიდა და ძამის ხეობის ტურისტებისთვის
საუკეთესო პირობებს შექმნიდა.
თუმცა, 2021 წელს კომპანიის ხელმძღვანელმა ქარელის მერიას აცნობა, რომ
პანდემიის გამო პირობას ვერ ასრულებდა; რომ ინვესტიციების
განსახორციელებლად დამატებით კიდევ 2-წლიანი ვადა სჭირდებოდათ.
2023 წლიდან კიდევ ორი წელი გადის, თუმცა შენობა კვლავ უფუნქციოა.
,,საბა კონსტრაქშენი"' ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო მთავრობის იმ
პროექტისა, რასაც ,,განახლებული რეგიონები" ერქვა. კომპანიის
ხელმძღვანელი სლავა შერაზადიშვილი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში
აფინანსდება ჭიდაობის ტურნირებს, რაშიც 170 000 ლარი დახარჯა.
რაც შეეხება სკოლის შენობას, 2019 წლისთვის, სოფელში 20-მდე მოსწავლე
ირიცხებოდა. მცირეკონტიგენტის გამო, გადაწყვიტეს შენობის პრივატიზება,
ინვესტიციების მოზიდვა და ხალხის დასაქმება.
,,მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით განვმარტავთ , რომ ყინწვისის
სკოლის ყოფილი შენობა უფუქნციოდ იყო ათეული წლის განმავლობაში . მისი
პრივატიზება სწორედ ამ მიზეზით მოხდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ შენობის პრივატიზება პირობიანი
აუქციონით 2019 წელს განახორციელა , თუმცა ვალდებულებების
შეუსრულებლობის გამო აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას 2023 წელს
შეუწყდა ხელშეკრულება. კომპანიას ჩამოერთვა ქონება , დაბრუნდა ქარელის
მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში, პირობის დარღვევის /
შეუსრულებლობის გამო . აუქციონში გადახდილი თანხა 132 000 ლარი დარჩა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში , ხოლო 2024 წელს ხელახლა
მოხდა შენობის გატანა აუქციონზე . შენობა გაიყიდა 165 000 ლარად.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
აუქციონში გაიმარჯვა შპს ,, საბა კონსტრაქშენმა“.'' - განაცხადეს
ქარელის მერიაში.
სტატიის გამოყენების პირობები