ახალი ამბები
ე.წ. "რეიდები" განახლდა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმიური საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა მიაწოდა.

პრესსამსახური დამატებით ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებს.

მისი თქმით, საპოლიციო კონტროლი დანაშაულების პროევენციას ემსახურება.

ე.წ. „რეიდები“ შსს-მ რამდენიმე კვირის წინაც ჩაატარა, რის შედეგადაც 870 პირი დააკავეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები