ახალი ამბები
სოფელ უფლისციხეში კანალიზაციის რეაბილიტაცია კვლავ გადაიდო
,,ასე გვითხრეს - რა ვქნათ? არ გვაქვს ფული! ძალიან ბევრია 4 მლნ ლარიო''

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 2025 წლის ბიუჯეტიდანაც ვერ გამოიძებნა 4 მლნ ლარი.

ამის შესახებ ადგილობრივებმა ,,ქართლის ამბებს'' აცნობეს. მოსახლეობას გასულ წელს დაპირდნენ, რომ პრობლემის მოგვარება 2025 წლიდან დაიწყებოდა, თუმცა ეს თანხა არც წელს გამოიძებნა. როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები მართლაც არაა გათვალისწინებული.

სოფელში აშენებულია 2-სართულიანი საერთო საცხოვრებლები, რომლებიც ერთმანეთს ერთიანი საკალიზაციო ქსელით უკავშირდება. ქსელი კომუნიტების პერიოდის შემდეგ მოშლილია. ყოველი ნალექის დროს კი ფეკალური მასები ბინებში ამოდის. ნაწილი კი ქუჩებსა და ბაღებში მოედინება. თბილ ამინდებში კი, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, სოფელში აუტანელი სუნი დგას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები