ახალი ამბები
გორი-შავშვების მონაკვეთზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დაიღუპნენ ძმები
დღეს, გორი-შავშვების მონაკვეთზე, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა 2 მამაკაცი. ისინი ძმები იყვნენ და სოფელ ბერბუკში ცხოვრობდნენ.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ავტომანქანა თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. სოფლის წარმომადგენლის ცნობით, დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე ავტომანქანა ავტობანზე რკინის გვერდულს შეეჯახა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები