ახალი ამბები
8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2 პირს, რომლებმაც გორის რაიონში ნახევარი კილოგრამი ჰეროინი შეიძინეს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორ პირს, რომლებიც გორში, სტალინის ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-გადაზიდვისთვის დააკავეს. ძალაში დარჩა რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულები ქვემო ქართლიდან არიან, ხოლო გამოძიების ცნობით, ნარკოტიკული საშუალება მათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ-ში შეიძინეს.

მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამართლოს განუცხდა, რომ გამოძიებას არ დაუკითხავს ის პირი, ვისგანაც თითქოსდა ნარკოტიკული საშუალებები შეიძინეს დაკავებულებმა; არ დაინტერესებულან, თუ საიდან აღმოჩნდა სოფელ ჯ-ში ამ რაოდენობის ნარკოტიკი. ამ გარემოების გათვალისწინებით, საქმეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკიაცია მოეხსნა და მუხლი შეიცვალა.

ბრალდებულებს, თავდაპირველად, ქვემო ქართლის სასამართლომ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმის გამო, რომ პირველი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიამდე, ახალი გადაწყვეტილებით, მათზე გავრცელდა ამნისტია, რის გამოც სასჯელის ვადა 2-2 წლით შემცირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები