საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მერეთსა და ქვემო არცევში მინი
სტადიონები ხელმეორედ გაიხსნა.
გახსნის შესახებ ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გაავრცელა. სტადიონები კი გასულ წელს
გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საზეიმოდ გახსნა.
სტადიონების ასაშენებლად ჯამში 300 000 ლარი დაიხარჯა, აქედან 190 000
ლარი ჩინეთის საელჩომ გრანტის სახით გასცა, 110 000 ლარი კი გორის
ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
ჩინეთთან საგრანტო ხელშეკრულება 2023 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა.
სტადიონები 2024 წლის გაზაფხულზე აშენდა. იმავე პერიოდში, გორის
მერიამ ჩინეთიდან ევაკუატორი ჩამოიყვანა, რაშიც 190 000 ლარი
გადაიხადა. 2024 წლის ბოლოს კი გორის მერიამ ჩინური ავტობუსები
შეიძინა, რაშიც 600 000 ლარი დაიხარჯა.
სტატიის გამოყენების პირობები