ასე გამოიყურება კასპი - მეფისქალაქის გზა, რომელზეც 2024 წელს 16 მლნ
ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია ,,ერ ტე დემ" ნაკისრი
ვალდებულებები არ შეასრულა.
ეს ის კომპანიაა, რომელიც თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას
უხარისხოდ ახორციელებდა და საზოგადოების პროტესტის შემდეგ, სამუშაოს
ჩამოაშორეს.
რაც შეეხება კასპს, საგზაო დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება 2024
წლის დეკემბერში მას შემდეგ შეუწყვიტა, როდესაც უკვე სამუშაოები დიდი
ხნის დამთავრებული უნდა ყოფილიყო:
,,კომპანიამ მაისიდან სექტემბრამდე სამშენებლო ტექნიკას ვერ მოუყარა
თავი" - ვკითხულობთ შეწყვეტის დოკუმენტში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყოველდღიურად ცემენტით და ქვიშა-ხრეშით
დატვირთული მანქანები მოძრაობს, რასაც ორმოულების ამოვსებაც არ
შველის.
სტატიის გამოყენების პირობები