გომი-აგარის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
15:29 / 25.04.2025
გომი-აგარის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის
ჩასაქრობად მეხანძრეები გამოიძახეს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
✔️ ,,ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ
ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,
მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს
რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს,
გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით
მიმდინარეობს მოკვლევა.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად
აუნაზღაურდებათ." -აღნიშნულია განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები