ახალი ამბები
ღამით გორისა და კასპის სოფლები დაისეტყვა
25 აპრილს, დაახლოებით 23:30 სთ-ზე გორისა და კასპის სოფლები დაისეტყვა.

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

სოფლებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სეტყვა მოვიდა ბერშუეთსა და ხურვალეთშიც. აქ სეტყვა თითქმის 20 წუთი გაგრძელდა.

დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა აძვსა და მეჯვრისხევში, ისიც გარკვეულ ტერიტორიაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები