ახალი ამბები
გორში მამა-შვილი მოკლეს
დღეს, გორში, წმინდაწყლის უბანში მამა-შვილს ესროლეს. 32 წლის გიორგი ცაციაშვილი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მამა - დავით ცაციაშვილი საავადმყოფოში.

შსს-ს ცნობით, გორში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი - სერგი ახალკაცი.. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გიორგი ცაციაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დავით ცაციაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს."-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,- წერია ინფორმაციაში.

როგორც ადგილზე გვითხრეს, დაპირისპირება წინა დღეებში დაიწყო და დღეს მკვლელობით დასრულდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები