2025 წლის იანვარ-მარტში გორის ბიუჯეტს საგზაო ჯარიმებიდან ნახევარი
მლნ ლარი დააკლდა
ამ მუხლით, გორის მერიის ცნობით, პირველ კვარტალში 1.6 მლნ ლარის
მობილიზება იყო დაგეგმილი, თუმცა შემოსავლებში 1,1 მლნ ლარი
დაფიქსირდა.
ერთ-ერთი ვერსიით, გორის პატრულმა, რომელიც გეგმას ყოველთვის, თანაც
გადაჭარბებით ასრულებდა, მიდგომა შეცვალა, გაიზარდა პრივილეგირებულ
მძღოლთა რაოდენობა, რაც აისახება კიდეც გორის ქუჩებში ქაოსურ
მოძრაობაში. დაშავებულ ქვეითდა რაოდენობაში, იყო მსხვერპლიც.
სამაგიეროდ, გამკაცრებულია ზომები პროევროპული აქციის მონაწილეების
მიმართ. ყოველდღიურად კონტროლდება მათი გადაადგილება. აქციის
ერთ-ერთმა მონაწილემ გადაიღო ვიდეო, თუ როგორ პატიობს პატრული
სამართდამრღვევს, კერძო მანქანის მფლობელს, რომელსაც შსს - ს საშვი
აღმოაჩნდა.
სტატიის გამოყენების პირობები