ახალი ამბები
იანვარ-მარტში გორის ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა ვერ შესრულდა
2025 წლის იანვარ-მარტში, გორის ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა ვერ შესრულდა.

შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.

მერიის საფინანსო სამსახურის ცნობით, პირველ კვარტალში დაგეგმილი იყო 23.3 მლნ ლარის მობილიზება, ჯამში მობილიზდა - 21.4 მლნ ლარი.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით:

ვერ შესრულდა დღგ-ს შემოსავალი. არ შემოვიდა 1,4 მლნ ლარი

ვერ შესრულდა საგზაო ჯარიმების გეგმა - დააკლდა 559 000 ლარი.

1000%-ით შეასრულეს გეგმა, რომელიც მიწების გაყიდვით იყო დაგეგმილი. პირველ კვარტალში, 255 000 ლარის ნაცვლად, 2 მლნ 424 870 ლარის ღირებულების მიწა გაყიდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები