ახალი ამბები
ატენში სოციალურ საცხოვრისში ოჯახები კანალიზაციის გარეშე ცხოვრობენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ყოფილი ინტერნატის შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს კანალიზაცია არა აქვთ.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, მაგრამ არ ჩანს ინტერესი. მარტო შესახლება ხომ არ არის? " - ამბობენ მცხოვრებნი.

კორპუსში ოჯახები სხვადასხვა წლებში, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, შეასახლეს, მაგრამ ოჯახებისთვის ცხოვრება გამდინარე წყლის სისტემის გარეშე შეუძლებელია. ყოველ წელს სიახლეს ელოდებიან, მაგრამ ამაოდ:

,,გვერდით სკოლის შენობაა, მათ სისტემაზე დაერთება არ შეიძლებაო. ტანაზეა დაერთებული. თქვენს სისტემას მდინარეზე ვერ დავაერთებთო. ერთი გამოსავავლი ისაა, რომ დაიდგას გამწმენდი დანადგარი და გვეშველოს რამე."- ამბობენ სოციალურად დაუცველები
Print

სტატიის გამოყენების პირობები