ახალი ამბები
კასპის საკრებულოში ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
პარტია ,,ქართული ოცნების" წევრი მანუჩარ მერებაშვილი კასპის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს 25 - მა წევრმა მიიღო. სხდომას 30 დეპუტატი ესწრებოდა.

ფარულ კენჭისყრაზე მონაწილეობა საკრებულოს ოცდაათივე წევრმა მიიღო, ხუთი ბიულეტინი - გაბათილდა.

მანუჩარ მერებაშვილის კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებეულმა ილია ზაქარიაძემ წამოაყენა.

სხვა კანდიდატები არც დასახელებულა.

შეგახსენებთ, თითქმის ერთი წელია, კასპის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე, ავადმყოფობის გამო, სამსახურებრივ მოვალეობას ვეღარ ასრულებდა.

მანუჩარ მერებაშვილი საკრებულოში ,,ქართული ოცნების" სახელით აირჩიეს. ის 19 წლიდან სამუშაო თათბირებს ესწრება და 29 წლის ასაკში უკვე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელიც გახდა.

იხ. ამავე თემაზე: მანუჩარ მერებაშვილის სიტყვით გამოსვლა ერთ-ერთ სოფელში

Print

სტატიის გამოყენების პირობები