კვირას, 27 მარტს, 13 საათზე, უფლისციხეში ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმ-ნაკრძალის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდის პრეზენტაცია
გაიმართება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტს ფონდის ერთ-ერთმა
წარმომადგენელმა გიგუცა თათრიშვილმა აცნობა.
მისი თქმით, ფონდის მიერ რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე
სხვადასხვა პროგრამების განხორციელება იგეგმება.
შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლები ფონდის დაარსების მიზანებზე და
ამოცანებზე ისაუბრებენ.
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის
რეაბილიტაცია-პოპულარიზაცია უკვე წარმოადგენს ახლადდაფუძნებული
ორგანიზაციის მთავარ მიზანს.
შეხვედრა მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. მიწვეულები
არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
გიგუცა თათრიშვილის განცხადებით, პრეზენტაციაზე იმ კონკრეტული
ამოცანების შესახებ იქნება საუბარი, რომლის განხხორციელებასაც ფონდი
გეგმავს. იგი საქართველოში ერთ-ერთი გამოცდილი და სტაჟიანი გიდია,
რომელიც ,,სტალ-ბერის" სახელითაა ცნობილი.
მის შესახებ ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლები
ბლოგებს სისტემატიურად წერენ.
სტატიის გამოყენების პირობები