ახალი ამბები
კასპში მრავალსართულიან კორპუსებს შორის სკვერი კეთდება
კასპში, რუსთაველისა და ტოლსტოის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ეზოში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, ტერიტორია ლითონის კვადრატული ღობით უკვე შემოიღება და შეიღება.

გარდა ამისა, სავალი ბილიკები ქვიშა-ხრეშოვანი მასალით და ფერადი ბეტონის ფილებით მოეწყობა.

,,გაკეთდება სასმელი წყლის შადრევანი, ღამის განათება, ბავშვებისათვის დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები, გაკეთდება ფანჩატური სკამებით, ასევე დაიდგმევა დამატებითი დასასვენებელი სკამებიც." - აცხადებენ პრესსამსახურში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები