ახალი ამბები
რეგიონის მასშტაბით მტაცებელი ცხოველები მომრავლდა
გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში მგლებმა ცხენი დაგლიჯეს.

,,ცხენი კი გადარჩა, მაგრამ ის უკვე დაშინებულია" - გვითხრეს ადგილობრივებმა.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვისაც ცნობილია, რომ რეგიონის მასშტაბით გარეული მტაცებელი ცხოველები მომრავლდნენ.

მგლები როგორც სოფელ უფლისციხის საავტომობილო გზასთან, ასევე, ხიდისთავის შესასვლელშიც ნახეს.

ერთ-ერთ ადგილობრივ მძღოლს 3 რუხი მგელი სოფელ ხიდისთავის ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდა.

მგლებთან ერთად მელიებიც ბევრია.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა სპეციალური დადგენილება მიიღეს, რომლის მიხედვით, მონადირეებს მტაცებელი ცხოველის მოკვლის უფლება მიეცათ.

დადგენილებების მიხედვით, მონადირეებს 20-20 მგელზე მეტის მოკვლის უფლება არა აქვთ.

ფოტოზე: თელიანი-მეტეხის გზა



Print

სტატიის გამოყენების პირობები