რამლას მუნიციპალიტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა
ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან მოეწყო.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის
მუნიციპალიტეტიდან აცნოეს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, სტუმრები, ასევე,
ხაშურის პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც მოსწავლეებმა
ქართველი და ებრაელი ერების მეგობრობასთან დაკავშირებით,
საინტერესო თემები
წარმოადგინეს .
შეგახსნებთ, რომ ხაშურსა და ისრაელის ქალაქ რამლას შორის პარტნიორობის
მემორანდუმი 24 მარტს გაფორმდა, რომელსაც ხელი ხაშურის
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და რამლას
მუნიციპალიტეტის მერმა იოელ ლავმა მოაწერეს.
ისრაელის დელეგაცია ხაშურში 23 მარტიდან იმყოფება.
დელეგაციის წევრებმა ჯერ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დაათვალიერეს, შემდეგ მონახულეს სინაგოგა, შეხვდნენ ებრაელი თემის
წარმომადგენლებს და საზეიმო კონცერტს დაესწრნენ.
ხაშურში ქალაქ რამლას მერთან ერთად საქართველოში ისრაელის ელჩი იოვალ
ფუქსიც იმყოფებოდა.
სტატიის გამოყენების პირობები