საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 192 დანაშაული
და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს
კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უწყების საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა მიაწოდა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს
ტერიტორიული დანაყოფების მიერ 2016 წლის 23-26 მარტს განხორციელებული
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი
დააკავეს.
გამოვლენილია სისხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების
67 ფაქტი.
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის 29 ფაქტი.
საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის 8 ფაქტი.
ძარცვის 2 ფაქტი.
დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 966 შემთხვევა, მათ
შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 77 ფაქტი.
წვრილმანი ხულიგნობის 28 ფაქტი.
დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 34 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული
იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8
ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9
გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა,
6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია,
8 ელექტროდეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2,1 კგ ასაფეთქებელი
ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა.
ასევე ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ.
ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი "სუბოქსინი", 45 აბი "კოდეინი", 8
შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება ე.წ. "ბიო", 250 აბი "აქტიფედი", 361 აბი სხვადასხვა
ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების
შემცველი, საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.
საპოლიციო კონტროლის დროს, ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის
– 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 148 პირი დააკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები