ქალაქ გორში ის მარშუტები დადგინდება, სადაც მართვის მოწმობის
მსურველებს პრაქტიკული მეცადინეობის განხორციელება შეეძლებათ.
ამის შესახებ განკარგულების პროექტი ქალაქის საკრებულოში უკვე
იხილება.
პროექტის მიხედვით, პრაქტიკული სწავლებები შემდეგ ქუჩებზე
დაიშვება:
ა) ძმები რომელაშვილების ქუჩა;
ბ) თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთი (აბრამიშვილის ქუჩიდან ღამბარაულის
ქუჩამდე);
გ) ღამბარაულის ქუჩა;
დ) შინდისის გზატკეცილის მონაკვეთი (გორგასლის ქუჩიდან სოფ.
ორთაშენამდე);
პროექტი გორის მერიის ტრანსპორტის განყოფილების სპეციალისტების მიერ
მომზადდა.
სტატიის გამოყენების პირობები