ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი ქალაქის ბაღებიდან
რაიონის ტერიტორიაზე რეგისტირებული აღსაზრდელების გარიცხვას უახლოეს
ხანებში აპირებს.
ამის შესახებ ილია მეტრეველს მისმა მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა
ურჩია.
განმარტებითი ბარათი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხელთ
ჩაუვარდა, საკითხის ინიციატორად სწორედ,, ოქრუაშვილი სახელდება.
,,ეს ინიციატივა მთლად ოქრუაშვილს არ ეკუთვნის“ - გვითხრა გორის
საკრებულოს წევრმა დავით რაზმაძე, რომელიც გასული წლის პერიოდს
იხსენებს, როდესაც მერის მოადგილედ ნუკრი ჯოხაძე მუშაობდა.
,,ნუკრი ჯოხაძემ დეტალურად შეისწავლა ეს საკითხი. გაირკვა, რომ
ქალაქის ბაღებში რაიონის ტერიტორიიდან საკმაოდ ბევრი ბავშვი დადის.“ -
ამბობს დავით რაზმაძე.
გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა იმ პერიოდში ერთი ხელის მოსმით
ქალაქის ბაღებიდან რაიონში რეგისტრირებული ბავშვების გარიცხვა ვერ
გაბედია. მისი სურვილი იყო, რომ ამ ბავშვების შენახვის ხარჯები
რაიონის გამგეობას გაეღო, თუმცა რაიონის გამგებელმა დავით ონიაშვილმა
ამ ინიციატივაზე უარი შეუთვალა.
ამჯერად კი, ქალაქის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ მოამზადა
განკარგულების პროექტი, რომელიც 1 აპრილის სხდომაზე დასამტკიცებლად
შეიტანენ. პროექტის დამტკიცების შემდეგ საბავშვო ბაღების დირექტორები
გაფრთხილებას 16 აპრილამდე მიიღებენ.
საკრებულოს განათლების კომისიამ პროექტი მოიწონა. ამ კომისიაში 7
წევრია და როგორც საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსი მარიკა ზაქარაშვილი ამბობს, კომისიაზე წინააღმდეგი
არავინ წასულა.
„პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან თანხების გამოთავისუფლება. კერძოდ, სკოლამდელი სააღმზრდელო
დაწესებულებები დაფინანსებას იღებენ თითოეული ბავშვის მიხედვით, მათ
შორის არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახის ბავშვები,
რომელთა დაფინანსების ვალდებულება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არ
გააჩნია. „ წერია განმარტებით ბარათში.
ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროექტით ქალაქის ბიუჯეტს 415 000 ლარი
დაეზოგება, რაც შესაძლებელია, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული
პროექტებისკენ წარიმართოს.
რაიონის ბავშვები კი, რომლებიც სკოლამდელ აღზრდას ქალაქის საბავშვო
ბაღებში იღებენ, დაფინანსებას 1 სექტემბრამდე მიიღებენ. შემდეგ კი
მათი დაფინანსება მშობლების იურიდიული მისამართის მიხედვით
მოხდება.
2015 წლის მონაცემებით, გორის საბავშვო ბაღებში რაიონის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 456 ბავშვი ირიცხება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2015 წელს ქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის
გამგებელს, ბავშვების დაფინანსების თანხის გამოყოფის თაობაზე,
წერილობი მიმართა.
ზურაბ ჯირკველიშვილი დავით ონიაშვილს 700 000 ლარს სთხოვდა, თუმცა
მუნიციპალიტეტმა მერიის თხოვნა არ გაითვალისწინა.
რაც შეეხება ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და
სოციალურ საკითხათა
კომისიას , ოქრუაშვილის ინიციატივა მისმა შემდეგმა წევრებმა მოიწონეს:
ვანო ჩხიკვაძე, (ქართული ოცნება) რამაზ იოსელიანი, (ქართული პარტია),
ზაზა მეზვრიშვილი (ლეიბორისტული პარტია), გია ამბოკაძე, (ქართული
პარტია).
მარიკა ზაქარაშვილის თქმით, პროექტთან დაკავშირებით აზრთა
სხვადასხვაობა არ ჰქონიათ. კომისიას არ ესწრებოდნენ მინდია
გოდერძიშვილი, (ნაციონალური მოძრაობა), მერაბ მაისურაძე (ქართული
ოცნება) და სოსო ფალელაშვილი , რადგან ფალელაშვილი საქართველოში არ
იმყოფება.
პროექტი 2016 წლის 21 მარტს დარეგისტრირდა და დეპუტატები კენჭს 1
აპრილს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე უყრიან.
იხ. ამავე თემაზე:
ჯირკველიშვილი ონიაშვილს 700 000 ლარს
სთხოვს
საბავშვო
ბაღების ,,სქემა" - რატომ დატოვეს 250 ბავშვი
გარეთ?
,,ბლატები"
უნდა მორჩეს საბავშვო ბაღებში
სტატიის გამოყენების პირობები