ახალი ამბები
ბაზრის საკითხი ინიციატორმა უკან გაიხმო - ხმაური საკრებულოზე
ლომჭაბუკის სკვერის ტერიტორიაზე აგრარული ბაზრის მოწყობის საკითხი ინიციატორმა უკან გაიხმო.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა დღეს მიიღო.

სხდომას, რომელსაც ბაზრის მოვაჭრეებიც ესწრებოდნენ, შეხლა-შემოხლა ახლდა.

ილია მეტრეველმა ეს საკითხი თავისი პირადი მრჩევლის ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით შეიტანა.

გორის მერია საკითხის წინააღმდეგ წავიდა. მერიის პოზიციას თავისუფალი დემოკრატებიც იზიარებენ.

დავით წეწვაძე მოვაჭრეებს უხსნიდა, რომ სწორედ ოქრუაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის დროსაც 2004 წელს ძველი აგრარული ბაზრის დირექტორს ბაზარი წაართვეს.

ოქრუაშვილის რჩევა - ახალი ბაზარი ლომჭაბუკთან



Print

სტატიის გამოყენების პირობები