ახალი ამბები
გუბერნატორთან შეხვედრების დაჯავშნა - Online
შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციამ განახლებული ვებ გვერდი წარმოადგინა.

რესურსი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანია ,,პიარ საკონსულტაციო ჯგუფმა“ შექმნა. 

ვებ გვერდი ინტერაქტიულია და მოქალაქეთა სრულყოფილი ჩართულობის შესაძლებლობას იძლევა.

პლატფორმა ყოველდღიურად განახლდება და დაინტერესებულ მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების თემატიკაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე პარალელურად გავრცელდება.

განახლებული ვებ გვერდი ადაპტირებული იქნება ეფლისა და ანდროიდის ოპერაციულ სისტემებში ჩართულ სმარტფონებსა და ტაბლეტებზე.

გამოკითხვა, მოქალაქეთა მიერ მათი ქალაქის, სოფლისა თუ თემის პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრა,

პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობა ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან შეხვედრის დროის ონლაინ დაჯავშვნა.

ეს იმ ფუნქციების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ახალი ვებ გვერდი დღეიდან შიდა ქართლის მოსახლეობას შესთავაზებს.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გამჭვირვალეობა კარგი მმართველობის მთავარი ქვაკუთხედია, ამიტომ განახლებული ელექტრონული რესუსრსი ადმინიტრაციის მხრიდან სწორედ კარგი მმართველობის პრაქტიკის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები