ახალი ამბები
ქარმა მრავალშვილიან ოჯახს ახალი სახურავი დაუზიანა
გორის მუნიციპალიტეტში სოფელ მერეთში მცხოვრებ შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გიორგი ხიდაშელმა განუცხადა.

მისი თქმით, მრავალშვილიან ოჯახს სახურავის რეაბილიტაციასთან ერთად, ეზოში მდებარე საპირფარეშოს აშენდება.

„დავალება გამგებელმა დღეს მომცა, რომ ჩემმა სამსახურმა სახურავი უნდა შეაკეთოს. ზარალის დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და, შესაბამისად, უცნობია რა თანხა დასჭირდება სახურავის რეაბილიტაციას. გაჭრვებული ოჯახია ბრეზენტით აქვთ ტუალეტი გაკეთებული და იმასაც გავუკეთებთ. მე სხვა ინფორაცი არ მაქვს სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით“- გვეუბნება გიორგი ხიდაშელი.

კვირა დილით ძლიერა ქარმა სოფელ მერეთში მცხოვრებ მახარაშვილების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის დროს ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაზარალებულა.

როგორც ისინი ამბობენ,  სახლი რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი საკრედიტო ორგანიზაციისგან აღებული სესხის საშუალებით გადახურეს, თუმცა ქარმა მთლიანად გადახადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები