2016 წლის 29 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით შიდა ქართლში სამი სუიციდის
ფაქტი დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამივე
შემთხვევაში გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიით
მუშაობს.
დღეს მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, 21 წლის
ახალგაზრდა ხაშურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის საძინებელში
ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ამ ეტაპზე მიზეზად აზარტული თამაშებში წაგებული დიდი ოდენობით თანახა
სახელდება.
2 აპრილს ექსპერტ-კრიმინალისტი, 25 წლის ახალგაზრდა გორის რაიონის
სოფელ წედიში საკუთარ აგარაკზე გარდაცვლილი ნახეს. ამ შემთხვევაშიც,
დაუდასტურებელი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ვალს უკავშირდება.
29 აპრილს, ქალაქ კასპში 62 წლის ქალბატონი ოჯახის წევრებმა საკუთარი
საცხოვრებელი ბინის საქვაბეში გარდაცვლილი ნახეს. ამ ეტაპზე,
თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი უცნობია, თუმცა, მას შემდეგ, რაც
ქალბატონის მეუღლე 2 წლის წინ ავტოავარიაში გარდაიცვალა, ახლობლებს და
თანამშრომლებს ხშირად ცხოვრების აზრის დაკარგვაზე ესაუბრებოდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, რომელიც
2015 წელს ანგარიშის სახით გამოიცა, ყოველ წლიურად მსოფლიოში
800
000 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით.
,,რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ
40 წამში სადღაც მსოფლიოში თითო ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს ცხოვრებას"
- აღნიშნულია გამოცემაში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტები უფრო მეტია.
სტატიის გამოყენების პირობები