კასპში ორი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის
მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.
მიკრორაიონში, მირიან მეფის ქუჩაზე არსებული მოედნის აღდგენას, ხოლო
ვარჯაანის დასახლებაში შატბერაშვილის ქუჩაზე ახალი მოედნის მოწყობას
შ.პ.ს. „მადლი“ ახორციელებს.
სამუშაოების ღირებულება 69 170 ლარია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან
გამოიყო.
სტატიის გამოყენების პირობები