გვიან საღამოს მძღოლი მანქანით ,,ახალი ქსელების" ოფისს დაეჯახა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შემთხვევის ადგილზე
მყოფმა პოლიციელმა განუცხადა.
პოლიციელის ვერსიას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის
წარმომადგენელი ჯერჯერობით დაუდასტურებელს უწოდებს.
,,გამოძიება 19,177-ე მუხლით მიმდინარეობს, ამოიღებენ ჩანაწერს,
გაშიფრავენ ვიდეოს და შემდეგ დადგინდება რეალური ვითარება" - გვითხრეს
პრესსამსახურში.
საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ ამ დილით დაასრულა.
პოლიციელის ვერსიით, ავტომანქანას, რომელიც კერძო კომპანიის ოფისს
დაეჯახა, ნასვამი მძღოლი მართავდა.
შემთხვევა 5 აპრილს გვიან საღამოს სტალინის გამზირზე მოხდა.
სტატიის გამოყენების პირობები