გორის მუნციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ახალი მოადგილე
პარასკევს დანიშნა და ორშაბათს მოხსნა.
ამის შესახებ ინფორმაცია გამგებელმა შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრთან საუბარისას დაადასტურა.
1 აპრილს ზაზა ადუაშვილი დაინიშნა. ეს პოსტი ალეკო ვეშაპურს
ეკავა.
ალეკო ვეშაპური კი, აცხადებს, რომ ის შაბათ-კვირას მუშაობდა.
,,მე არ ვიცი ვინ მომხსნა და ვინ დამნიშნა ისევ, მაგრამ შაბათ-კვირას
ვმუშაობდი" - გვითხრა ალეკო ვეშაპურმა, რომლის ადგილზე 1 აპრილს ზაზა
ადუაშვილი დაინიშნა, ხოლო 4 აპრილს მოიხსნა.
დავით ონიაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება სასამართლოდან მისული
აღსრულების ფურცლის მეშვეობით გააკეთა.
ზაზა ადუაშვილი, ფიზიკური შეურაცხყოფის ფონზე, გამგებლის მოადგილის
პოსტიდან 2013 წელს გაათავისუფლეს. ამის თაობაზე შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრ ვრცლად წერდა.
სამსახურში აღდგენის თხოვნით სასამართლოში იჩივლა და ყველა ინსტანცია
მოიგო.
,,მე სრული უფლება მქონდა როგორც დანიშვნის, ასევე მოხსნის" - ამბობს
დავით ონიაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები