უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში მდებარე კაფეში 3 აპრილს ჭერი
ჩამოინგრა.
კედლიდან ჩამონგრეული მასა მაგიდებს დაეცა.
ეს ის ადგილია, სადაც, ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე, დაუნის
სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლეს.
კაფის მომსახურებით კი წლების განმავლობაში უამრავი ტურისტი
სარგებლობდა.
მუზეუმის ექსკურსიამძღოლი გიგუცა თათრიშვილი ამბობს, რომ დაზიანებული
სახურავის შესახებ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ,
2015 წლის მაისში ეცნობა. მიუხედავად ამისა, ამ ხნის განმავლობაში,
სათანადო ყურადღება არავინ გამოიჩინა.
მუზეუმის დირექტორი ბადრი გასპაროვი ამბობს, რომ ის სულ რაღაც 8 თვეა
დანიშნული თანამდებობაზე, ხოლო კაფის მეპატრონეს ხელშეკრულება ორი
კვირით ადრე შეუწყვიტეს.
,,თუ რამე დეტალები გაინტერესებთ, მიმართეთ ძეგლთა დაცვისა და
კულტურული მემკვიდრების სააგენტოს. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაობს,
ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ორ კვირაში დაიწყებს მუშაობას“ - ამბობს
ბადრი გასპაროვი.
ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის
ჟურნალისტებმა ჭერიდან ჩამომდინარე წყალი.
კაფის მეპატრონე თებერვალში გვარწმუნებდა, რომ კაფე იმ პერიოდში ჭერი
ჩამონგრევის საშიშროების წინაშე იდგა. ამის გამო, საიჯარო თანხას,
ყოველთვიურად 1000 ლარზე მეტს, აღარ იხდიდა. ძეგლთა დაცვის სააგენტომ
თანხის გადაუხდელობის გამო კაფის მეპატრონეს ხელშეკრულება ცალმხრივად
გაუუქმა.
,,ამ ზამთარში აღარ შემოდიოდა ხალხი კაფეში. წყალი ჩამოდიოდა და ძირს
გროვდებოდა. აღარ ვიხდიდი ფულს და თვითონვე გაგვიუქმეს ხელშეკრულება.“
- ამბობს კაფის მეპატრონე.
სტატიის გამოყენების პირობები