ახალი ამბები
ავარია გორის რაიონში - მთვრალი მძღოლი ქვეითს დაეჯახა
დღეს საღამოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომანქანა მამაკაცს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები