ახალი ამბები
ჯიხურების დემონტაჟი ხაშურის ბაზრის მიმდებარედ
გუშინ საღამოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან რკინის ჯიხურების დემონტაჟი დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, რკინის კონსტრუქციები უკანონიდ იდგა, რის გამოც დაიწყეს აღება.

ბაზრის დირექცია მზადყოფნას გამოთქვამს ჯიხურების მფლობელების სურვილის შემთხვევაში გარკვეული ფართი ბაზრის ტერიტორიაზე გამოუყოს.

 



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები