ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა ახალი ინიციატივის
განხორციელებას გეგმავს.
ოჯახები, სადაც სამი ან მეტი ბავშვი დაიბადება, ფინანსურ დახმარებას
მიიღებს.
ინფორმაციას ოსური სააგენტო „ოსინფორმი“ დე-ფაქტო მთავორბაზე
დაყრდნობით ავრცელებს.
2016 წლის პირველ კვარტალში არაღიარებულმა მთავრობამ ბიუჯეტში, გასულ
წელთან შედარებით, შემოსავლების 18% -ით გაზრდა შეძლო.
რაც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის
საშაულებას იძლევა.
დე-ფაქტო მთავრობამ უკვე დაადგინა 11 ოჯახი, რომელიც ფულად დახმარებას
მიიღებს.
ცხინვალის მთავრობის მეთაური თეიმურაზ ტუსკაევი განმარტავს, რომ
ყოველი ოჯახი, რომელსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავს, დაახლოებით 3 000
000 რუბლს მიიღებს.
აღნიშნულ ინიციატივას 12 აპრილს არაღიარებული მთავრობის სხდომაზე
განიხილავენ.
ტუსკაევის აღნიშნავს, რომ ფინანსური დახმარება ე.წ. რესპუბლიკის
დემოგრაფიულ ზრდას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, კანონი ადრეც
იყო, თუმცა ფინანსური დახმარება 4 წლის მანძილზე არცერთ ოჯახს არ
მიუღია.
სტატიის გამოყენების პირობები