ახალი ამბები
ცხინვალის თეატრი გასტროლებისთვის ემზადება
ცხინვალში კოსტა ხეთაგუროვის სახელობის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.

ტამერლან ძუცევი თეატრის თანამშრომლებს დე-ფაქტო მთავრობის მეთაურის მოადგილემ ერიკ ფუხაევმა და კულტურის მინისტრმა მადინა ოსტაევამ წარუდგინეს.

ინფორმაციას ოსური სააგენტო „ოსინფორმი“ ავრცელებს.

ოსტაევამ სამხატვრო ხელმძღვანელის მიღწევებზე ისაუბრა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„თეატრს სჭირდება გასტროლები, როგორც ე.წ. რესპუბლიკის მასშტაბით, ასევე, ქვეყნის გარეთაც. მალე დასრულდება თეატრის ახალი შენობის მშენებლობა და უკეთეს პირობებში მუშაოების საშუალება მოგეცემათ “ - აღნიშნა დე-ფაქტო მთავრობის კულტურის მინისტრმა.

თავის მხრივ, თეატრის მსახიობებმა  ხელისუფლების წარმომადგენლებს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები