არაღიარებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის უვიზო მიმოსვლა
ამოქმედდა.
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა კანონის რატიფიცირებას მხარი 6 აპრილს
დაუჭირა.
ინფორმაციას ოსური სააგენტო „ოსინფორმი“ ავრცელებს.
უვიზო მიმოსვლის რატიფიცირების პროექტის წარდგენისას აფხაზეთის
პრეზიდენტის წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ დე-ფაქტო პარლამენტში
გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეთანხმების მიზანია სამართლებრივი გზით
დარეგულირდეს მოქალაქეების მიმოსვლა დე-ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ.
სამხრეთ ოსეთში.
სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, უვიზო
მიმოსვლა მოქალაქეებისთვის 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ე.წ.
საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იქნება, როგორც საზღვარგარეთის
პასპორტით, ასევე, შიდა დოკუმენტებით.
„რატიფიცირების შეთანხმება ხელს შეუწყობს, როგორც მეგობრული
ურთიერთობების განმტკიცებას ორ ქვეყანას შორის, ასევე, ეკონომიკურ და
კულტურულ დაკავშირებას“ - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავცელებულ
სტატიაში.
სააგენტო „EADaily” იუწყება, რომ 1 აპრილიდან არაღიარებული აფხაზეთის
კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომელიც უვიზო მიმოსვლას იმ
ქვეყნებში კრძალავდა, რომლებმაც დე-ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ
აღიარა.
სტატიის გამოყენების პირობები