ახალი ამბები
ნოსტეს ახალი სკოლა სამი მოსწავლით
ნოსტეში არასრულ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ამჟამად, სკოლაში სამი მოსწავლე სწავლობს, სამივე - სხვადასხვა კლასში.

სკოლის დირექტორი დოდო ხიზამბარელი ამბობს, რომ იგეგმება სკოლის შიდა ინტერიერის მოწყობაც.

გაკვეთილების ცხრილის მიხედვით, სამივე ბავშვს გაკვეთილები, ძირითადად, ერთად უტარდებათ. საათები ქართული ენისა და მათემატიკის მასწვლებლებს განაწილებული აქვთ.

უცხო ენის პედაგოგი კი, მიწვეულია.

სასწავლო პროცესი ორ კლასში მიმდინარეობს. სამასწავლებლო აღარ ფუნქციონირებს. ის, მხოლოდ, სამეურნეო იარაღების შენახვის ადგილია.

როგორც დოდო ხიზამბარელი იხსენებს, იყო დრო, როდესაც სკოლაში 25 მოსწავლე სწავლობდა.

სკოლის დირექტორს იმედი აქვს, რომ ბავშვთა რაოდენობა სოფელში გაიზრდება, რადგან სოფლის ინფრასტრუქტურა ვითარდება. დაგებულია ახალი გზა, გაყვანილია ბუნებრივი აირი, მოწყობილია გამრიცხველიანება.

ამავე დროს, სოფელ ნოსტეს მთის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება.

მთის სტატუსი ფულადი თანხით დახმარებას იმ ოჯახებისთვისაც ითვალისწინებს, სადაც ბავშვთა რაოდენობა მეტია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები