ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოსო ფალელაშვილმა დატოვა.
განცხადება საკრებულოს აპარატში დღეს დარეგისტრირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს
სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ თამარ თედლიაშვილმა
დაუდასტურა.
სოსო ფალელაშვილი ამჟამად ისრაელში იმყოფება. ის 2016 წლის 4
იანვრამდე ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო.
4 თებერვლის სხდომაზე ფალელაშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატების" ორ
წარმომადგენელთან ერთად ფრაქცია ,,დამოუკიდებელი - თავისუფალი
დემოკრატები" ჩამოაყალიბა.
საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" დაშლას საკრებულოს
თავმჯდომარის, მისი მოადგილის და მუდმივმოქმედი 4 კომისიის
თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოჰყვა.
იმპიჩმენტების შემდეგ საკრებულოს სათავეები პარტია ,,ქართული პარტიის"
წარმომადგენლებმა დაიკავეს.
საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ილია მეტრეველი გახდა, რომელმაც
მრჩევლად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი
დაინიშნა.
ოქრუაშვილის დანიშვნის შემდეგ, საკრებულო ფრაქცია ,,ქართული ოცნების"
ახალმა თავმჯდომარემ და საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ
ნინო ზურაბიშვილმა დატოვა.
ზურაბიშვილის შემდეგ ქალაქის თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანო
ფალელაშვილმაც მიატოვა.
სტატიის გამოყენების პირობები