საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლები იმ
მძღოლების მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ თუ სხვა სახის
სამართალდარღვევის ფაქტებს ვერ ამჩნევენ, რომლებიც შს სამინისტროს
უწყებაში მუშაობენ.
მაგალითად, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დააფიქსირა რამდენიმე
შემთხვევა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები მანქანით მოძრაობისას
უსაფრთხოების ღვედს არ იყენებენ.
2010 წლის პირველი დეკემბრიდან ძალაშია შესული კანონი, რომლის
მიხედვით მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან
მისგან მარჯვენა (მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების
ღვედის გამოუყენებლობა ითვალისწინებს მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის
ოდენობით.
ფოტოზე დაფიქსირებული პოლიციელების მიმართ შემდგომში პატრულის მიერ
შესაძლო გამოყენებულ ადმინისტრაციული ზომების შესახებ ინფორმაციას
Qartli.ge მოიძიებს.
სტატიის გამოყენების პირობები