ახალი ამბები
უნიკალური ფოტოები - 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოხმაურება გორში
გორის სადისკუსიო კლუბის ხელმძღვანელმა რეზო ოქრუაშვილმა უნიკალური ფოტო-მასალები გამოაქვეყნა.

ფოტოებზე აღბეჭდილია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების თაობაზე გორში ჩატარებული აქციები, საპროტესტო მსვლელობა და შიმშილობა გორის თეატრის ეზოში

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგანმა ჯარმა და სამხედროებმა მშვიდობიანი აქცია თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე დაარბიეს. გამოიყენეს მხუთავი აირი. დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო დასახიჩრებული და მოწამლული რამდენიმე ასეული ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს.

მომიტინგეები (სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები და ა.შ.) საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას მოითხოვდნენ.

ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.









Print

სტატიის გამოყენების პირობები