დღეს, ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-გორის მონაკვეთზე ორი ავარია
მოხდა.
ორივე შემთხვევაში მიკროავტობუსები ფიგურირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, არიან
დაშავებულები, ხოლო გარდაიცვალა ერთი ქალბატონი.
გორის მუნიციპიტეტის სოფელ ხურვალეთთან მომხდარი ავარიის შედეგად 3
ადამიანი დაშავდა.
რაც შეეხება მეორე ავარიას, ის სოფელ ოკამთან მოხდა. ერთი ქალი სწორედ
ოკამთან მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა.
პრესსამსახურის ცნობით, ორივე შემთხვევაში მიკროავტობუსები ჯებირებს
შეეჯახა.
ხურვალეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს
სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც საგზაო წესების დარღვევას,
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიღებით, გულისხმობს.
ოკამთან მომხდარი ავარიის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით
დაიწყო. აღნიშნული მუხლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას
გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სტატიის გამოყენების პირობები