ახალი ამბები
ბუნებრივი აირით გორში ექვსი ადამიანი მოიწამლა
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გორში კომბინატის დასახლებაში ორი ქალი და ოთხი ბავშვი მოიწამლა.

ინტოკსიკაცია რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მოწამლულები არიან 17 წლისა და 32 წლის ქალები, ისინი გორის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. რაც შეეხება ბავშვებს არასრულწლოვანები მკურნალობას ბავშვთა საავადმყოფოში გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები