გორის მერიის გუნდმა მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდი 5:3 დაამარცხა
და ნატოს თასი მოიგო.
ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში ნატოს თასის მოსაპოვებლად ქალაქისა და
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებით დაკომპლექტებულ
გუნდებს შორის 11 აპრილს, გორში, ჭალის დასახლების მინისტადიონზე
გაიმართა.
ღონისძიება ნატოს კვირეულის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის
მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით
გაიმართა.
ღონისძიების მიზანია მოსახლეობაში ნატოს ცნობადობის ამაღლება და
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება.
კვირეული 4 აპრილს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით
დაიწყო და 19 აპრილამდე დედაქალაქსა და რეგიონებში დაგეგმილი
სხვადასხვა ღონისძიებით გრძელდება.
ორივე გუნდის წარმომადგენლებს მედლები გადაეცა.
მმატჩის პირველ ტაიმში გორის მუნიციპალიტეტის გუნდი ლიდერობდა, თუმცა
მეორე ტაიმში მან პირველობა დაკარგა.
გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობების
მოხელეებით დაკომპლექტებულ გუნდებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი,
დავით ონიაშვილი და ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილიც
ამხნევებდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები