ახალი ამბები
ცხინვალში თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო კანონპროექტზე მუშაობენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა სურთ.

კანონი მიღების შემდეგ მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლო შენობებში, რომელიც აღჭურვილი იქნება სპეციალური სავენტილაციო მოწყობილობებით ან ღია ცის ქვეშ.

ინფორმაციას ოსური სააგენტო „ოსინფორმი“ ავრცელებს.

ადრე დე-ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონი არარღიარებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოტანის,შენახვის და მოხმარების აკრძალვის შესახებ,ისეთ თუთუნზე როგორიცაა „სნიუსი“, „ნასვაი“ და სხვა შერეულ მოსაწევ საშუალებებზე.

დე-ფაქტო პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარის ალან კოზონოვის თქმით, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას თუთუნის ბოლის ზემოქმედებისაგან.

„თუთუნის ბოლის მავნე ზემოქმედებიდან გამომდინარე, კანონი მოწევას აკრძალავს საბავშვო მოედნებზე, სახელმწიფო შენობებში, საჯარო დაწესებულებებში,საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოციალური სამსახურის შენობებში,სკოლებსა და სხვა ტერიტორიაზე“ - განმარტა კოზონოვმა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები